დიმიტრი ხუნდაძე - პარლამენტისთვის საპარლამენტო კონტროლის უფლება არავის წაურთმევია

ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხორციელებით პარლამენტის როლის უგულებელყოფა არ ხდება. როგორც მან ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, პარლამენტისთვის საპარლამენტო კონტროლის უფლება არავის წაურთმევია.

„პარლამენტის როლის უგულებელყოფა არ ხდება. პარლამენტში ვართ სწორედ ახლა და ამ საკითხს ვიხილავთ. საგანგებო მდგომარეობას პარლამენტმა დაუჭირა მხარი და ამ რეგულაციებსაც პარლამენტი იხილავს. ეს პარლამენტის დასტურის გარეშე არ მოხდება. სწორედ ამიტომ არის პარლამენტში საკომიტეტო განხილვა და მადლობა მინდა გითხრათ ჩართულობისთვის. რაც შეეხება საპარლამენტო კონტროლს, რა თქმა უნდა, პარლამენტისთვის საპარლამენტო კონტროლის უფლება არავის წაურთმევია“,-განაცხადა ხუნდაძემ.

მისი განმარტებით, უახლოეს მომავალში პარლამენტში პრემიერ-მინისტრი წარდგება ანგარიშით, რომელიც ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

„უახლოეს დღეებში გვესტუმრება პრემიერი ანგარიშით, სადაც ყველა კითხვაზე პასუხი იქნება წარმოდგენილი. მგონი, ამ სცენარებზე საუბრის დრო არ არის, თუმცა, მძიმე სცენარებიც არსებობს. ეპიდემიოლოგებთან ერთად სხვადასხვა სცენარი მუშავდებოდა“,-აღნიშნა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა