კამპანიის - „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ ფარგლებში, სტუდენტებისთვის კონკურსები ჩატარდება

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი და ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი, ევროპის დღეების ონლაინ რეჟიმში აღნიშვნას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ციფრულმა კამპანიამ „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ სტარტი აიღო და მხარდამჭერებთან ერთად ახალგაზრდებისთვის არაერთი აქტივობა იგეგმება.

“დღეიდან, დაიწყო სტუდენტებისა და დოქტორანტების რეგისტრაცია ესსეების (ნარკვევების) კონკურსზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს. კონკურსის თემაა „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“. პროექტს მხარს უჭერენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტი (AA Facility) და კონრად ადენაუერის ფონდი. კონკურსის მიზანია საზოგადოებისა და დაინტერესებული ჯგუფების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შედეგად მიღწეული პროგრესისა და ხელშესახები პოზიტიური შედეგების შესახებ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მოამზადონ ესე (ნარკვევი) საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობისა და უპირატესობის შესახებ. ნაშრომებს სპეციალურად შერჩეული ჟიურის წევრები შეაფასებენ და 10 საუკეთესო ესეს (ნარკვევს) დაასახელებენ. ნაშრომები გამოქვეყნდება ასოცირების შესახებ შეთანხმების საინფორმაციო ვებგვერდსა www.aa.ge და პროექტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეwww.facebook.com/AAFacility. 3 საუკეთესო ესეს ავტორს კი გადაეცემა 150 ევროს ეკვივალენტის ღირებულების ვაუჩერი. გამარჯვებულები 2020 წლის 27 ივნისს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების 6 წლისთავზე გამოვლინდებიან.

ესსეების კონკურსის გარდა, დღესვე, რეგისტრაცია დაიწყო კვლევითი პროექტების კონკურსზეც, რომელიც ასევე სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვისაა განკუთვნილი. ონლაინ კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებმა უნდა მოამზადონ კვლევის საპროექტო წინადადება ასოცირების შეთანხმების თემაზე, კერძოდ კი შეარჩიონ სპეციფიკური თემებიდან ერთ-ერთი: COVID-19-ის შესაძლო გავლენა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებსა და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე; დეზინფორმაცია და ყალბი ამბები COVID-19 პანდემიის დროს.

სპეციალურად შერჩეული ჟიური გამოავლენს ორ საუკეთესო საპროექტო წინადადებას, რომელთა განხორციელების შედეგად მიღებული საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ასოცირების შესახებ შეთანხმების საინფორმაციო ვებგვერდსა და პროექტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. გამარჯვებული საპროექტო წინადადებების ავტორები, არაფულადი ჯილდოს სახით, მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას, ან კვლევისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას 500 ევროს ოდენობით.

კონკურსში - “ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის” - მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს, ან სტუდენტთა ჯგუფს. მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ ვებ-გვერდზე www.aa.ge”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო