ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ, რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ

მცირე რაოდენობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს შორის სათანადო მანძილი უნდა იყოს დაცული იმისთვის, რომ პირდაპირი წვეთით ამ ინფექციის გავრცელება არ მოხდეს. დანარჩენი ყველაფერი სოციალურ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა, „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, როგორია მათი რეკომენდაცია, რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს დაშვებული ავტობუსში, მეტროს ვაგონში და სხვა სატრანსპორტო საშუალებაში მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება.

მისივე თქმით, თუ ადამიანს დიდი მანძილი არ აქვს დასაფარი სჯობს, რომ ტრანსპორტი არ გამოიყენოს და ის იმ ადამიანებს დაუთმოს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება.

„მცირე რაოდენობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს შორის სათანადო მანძილი უნდა იყოს დაცული იმისთვის, რომ პირდაპირი წვეთით ამ ინფექციის გავრცელება არ მოხდეს. დანარჩენი ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების სოციალურ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული და თვითკონტროლზე იმისთვის, რომ სწორად განსაზღვროთ, გიღირთ ამ ტრანსპორტში ჩაჯდომა თუ არა. თუ თქვენი გადაადგილება იმდენად შორსაა, რომ ამ მანძილის დაფარვა ფეხით შეუძლებელია, რა თქმა უნდა, სჯობს ტრანსპორტით ისარგებლოთ და ყველა სხვა დანარჩენს, ვისაც გასავლელი მანძილის ფეხით დაფარვა შეუძლია, დაუთმოს სატრანსპორტო საშუალება მათ, ვისთვისაც ეს შეუძლებელია“,-განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა