სტომატოლოგების და ფარმაცევტების კორონავირუსზე ტესტირება იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში კორონავირუსზე ტესტი ტრაილერების მძღოლებს ჩაუტარდებათ და ასევე იგეგმება სტომატოლოგებისა და ფარმაცევტების ტესტირება. როგორც ბრიფინგზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ გამყრელიძემ განაცხადა, სტომატოლოგები გადამზადდებიან, რათა ტესტის ნიმუშის აღება თავად მოახერხონ. ამასთან, გამყრელიძე ასახელებს ადამიანთა იმ ჯგუფებს, ვისაც ამ ეტაპზე კორონავირუსის ტესტი უტარდება.

„დღეს ტესტირება მიმდინარეობს ცხელების და კოვიდის ბენეფიციარების, საკარანტინო სივრცეების, სხვა სტაციონარების, ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის, ემერჯენსის თანამშრომლების, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების, სხვა სტაციონარების პაციენტების, ვისაც ცხელება აქვს ან აქვს პნევმონია, „ცხელების კლინიკის“ თანამშრომლების, სასწრაფოს თანამშრომლების, თვითიზოლაციაში მყოფების, თავშესაფრების ბენეფიციარების - მოხუცთა სახლების და მათი პერსონალის. ასევე, საკარანტინო სივრცეების პერსონალის და საკარანტინო სივრციდან, ვინც გამოდის მე-13, მე-14 დღეს, მათ ვტესტავთ და ამან დიდი შედეგი მოგვცა. დღესაც რამდენიმე შემთხვევა სწორედ საკარანტინო სივრცეში დადასტურდა, საბაჟო და სასაზღვრო გამშვები პუნქტების თანამშრომლების, ასევე ჩვენი ცენტრის და ზოგადად, ეპიდემიოლოგიური სამსახურის თანამშრომლების, ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევების და ასევე, ჩვენი PCR ლაბორატორიის თანამშრომლების. ამავე დროს, ალბათ 2-3 დღეში დაიწყება ტრაილერების მძღოლების ტესტირება. ამის შემდეგ ჩვენ საუბარი გვაქვს და ვემზადებით სტომატოლოგების ტესტირებისთვის. დაიწყება მათი გადამზადება, რომ ნიმუშები თვითონ აიღონ. ასევე, ფარმაცევტების. ეს გვაქვს გეგმაში, რადგან მათ საკმაოდ მჭიდრო შეხება აქვთ ადამიანებთან. მაღალი რისკის ზონებში, მაგალითად, მარნეულში მაღაზიის თანამშრომლები და ფარმაცევტები გამოვიკვლიეთ. ყველა უარყოფითი იყო“,- განაცხადა გამყრელიძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს