ხათუნა ზახაშვილი - მეთორმეტეკლასელებმა დღეს სკოლის ზარების გუგუნს ვერ მოუსმინეს, მაგრამ მათ გვერდით იდგა მთელი საქართველო

წლევანდელი მეთორმეტეკლასელები გამონაკლისები იქნებიან და მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ, რომ როდესაც სკოლას ამთავრებდნენ, პანდემიის გამო მათ ბოლო ზარი სკოლებმა დაურეკეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. მან მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და ჯანმრთელ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა.

„დღეს მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარის დღე იყო და ისინი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ, თუმცა პანდემიის გამო ეს ყველაფერი ჩვეულ ვითარებაში ვერ ჩატარდა. წლევანდელი მეთორმეტეკლასელები გამონაკლისები იქნებიან და მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ, რომ როდესაც სკოლას ამთავრებდნენ, პანდემიის გამო, მათ ბოლო ზარი სკოლებმა დაურეკეს. ყველას წარმატებას, ბედნიერ სიცოცხლეს და მომავალს ვუსურვებ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საჭესთან მჯდომი ადამიანიც სიგნალით ულოცავდა. ამ დღეს მათ ვერ მოუსმინეს სკოლაში სკოლის ზარების გუგუნს, მაგრამ მათ გვერდით იდგა მთელი საქართველო. გილოცავთ ახალგაზრდებო, ღმერთმა სულ წარმატებულ გზაზე გატაროთ და ჯანმრთელ ქვეყანაში გეცოცხლოთ,“ - განაცხადა ზახაშვილმა.

რაც შეეხება ბანკეტებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უმჯობესია, რომ წელს ბანკეტები არ გაიმართოს.

„წელს არ გვინდა ბანკეტები, ხომ? მომავალ წელს, როდესაც დამარცხდება კორონა ორმაგად აღვნიშნოთ,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა