ხათუნა ზახაშვილი - საოფისე სივრცეებში, მაგიდათა შორის მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა ეფექტს ნამდვილად არ მოგვცემს და ამის იმედზე არ უნდა ვიყოთ

საოფისე სივრცეებში მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა სამუშაო მაგიდათა შორის ეფექტს ნამდვილად არ მოგვცემს და ამის იმედზე არ უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ფიზიკური დისტანციის დაცვასთან ერთად აუცილებელია დავიცვათ სხვა წესებიც, როგორიცაა განიავება, ხშირი დალაგება სველი წესით, სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.

„ოფისებსა და დახურულ სივრცეში მუშაობისას წესების დაცვაში მხოლოდ მანძილი და ფიზიკური დისტანცირება არ იგულისხმება. აქ აუცილებლად უნდა იყოს სხვა წესები დაცული, როგორიცაა სწორი განიავება, სწორი აირაცია და ხშირი დალაგება სველი წესით, სათანადო სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა სამუშაო მაგიდათა შორის ეფექტს ნამდვილად არ მოგვცემს და ამის იმედზე არ უნდა ვიყოთ. რეკომენდირებულია საოფისე სივრცეში ხანგრძლივი დროით მუშაობისას გვქონდეს გამწოვი ვენტილაციები, გამტანი სისტემები ან პირდაპირი განიავების საშუალებები. თითოეულ ადამიანზე უნდა მოდიოდეს 4-8 კვადრატული მეტრი,“ - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან