ამირან გამყრელიძის განცხადებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გახსნასთან დაკავშირებით რეკომენდაციები, სავარაუდოდ, მალე გაიცემა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გახსნასთან დაკავშირებით რეკომენდაციები, სავარაუდოდ, მალე გაიცემა, რადგან „იქ დიდი ხანია ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“.

რაც შეეხება ბოლნისის სოფლებს - გეტასა და მუშევანს, როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, მდგომარეობა სერიოზულია.

„აბსოლუტურად დაცული არავინ ვართ, ამიტომ ჩაკეტილია ბოლნისის ორი სოფელი და თეთრიწყარო ისევ. თეთრიწყაროსთან დაკავშირებით ალბათ, მალე იქნება რეკომენდაციები, იმიტომ, რომ იქ სიტუაცია ოდნავ სხვა იყო, ბევრი იქნა გამოკვლეული და დიდი ხანია ახალი შემთხვევა არ გვქონია. რაც შეეხება ბოლნისის ორ სოფელს, იქ მდგომარეობა სერიოზულია. ეს ხალხი, ვინც იქიდან გადავიყვანეთ, პირველ რიგში, უნდა გამოვაჯანმრთელოთ და ასევე, თუ ვინმეს კიდევ სიმპტომი გამოუჩნდება, მაშინვე უნდა იყოს იზოლირებული და დიაგნოსტიკა ჩაუტარდეს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო