„ჯორჯიან მანგანეზის" დაფინანსებით, ჭიათურაში სარეკრეაციო და სპორტული სივრცეები მოეწყობა

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივითა და დაფინანსებით, ჭიათურაში, ი.ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცენტრალური წამყვანი ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია საკალათბურთო მოედნისა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნისს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე, საკალათბურთო მოედნის შემოღობვითი სამუშაოები უკვე დასრულებულია, ასევე მოსწორებულია ტერიტორია და სპეციალური საფარის დაგება იგეგმება.

„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჭიათურელი ახალგაზრდები საინტერესო აქტივობებით დაკავდნენ, მათ შორის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მათი სპორტულ აქტივობებში ჩართვა. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდგომ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალგაზრდებისთვის საკალათბურთო მოედანი და სარეკრეაციო სივრცე მოგვეწყო. იმედი მაქვს, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, ეს ტერიტორია მათთვის საყვარელი თავშეყრის ადგილი იქნება“, – განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ცნობით, ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალი სტადიონის მშენებლობის გარდა, „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის სოფლებში, დარკვეთსა და პერევისაში ძველი სტადიონების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, ასევე, პერევისაში არსებულ სტადიონზე კალათბურთის ფარების მონტაჟი და საგულშემატკივრო სივრცის განახლება იგეგმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა