ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მათი რეკომენდაციაა, თუ დასაქმებულის სამუშაო ადგილზე ყოფნის საჭიროება არ არის, სამსახურებმა დისტანციურ რეჟიმში მუშაობა შეინარჩუნონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, თუ დასაქმებულის სამუშაო ადგილზე ყოფნის საჭიროება არ არის, სამსახურებმა დისტანციურ რეჟიმში მუშაობა კვლავ შეინარჩუნონ.

როგორც ზახაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას იმ ადამიანებს უნდა მიეცეთ უპირატესობა, ვისაც ეს მეტად სჭირდება. მისივე თქმით, გადატვირთული ავტოტრანსპორტი საფრთხედ დიდხანს დარჩება.

„სამსახურების უმრავლესობა ონლაინრეჟიმზე არიან გადასულები და თუ იძლევა ამის შესაძლებლობას სამსახური, რა თქმა უნდა, რეკომენდებულია ამ ტიპის მუშაობის გაგრძელება. თუ აუცილებელია თქვენი ფიზიკური ყოფნა ამა თუ იმ სამსახურში, სოციალურ თუ ადამიანურ თანადგომას გავუწიოთ ანგარიში. ვიღაც ადამიანებისთვის მისვლა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება უფრო მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთ ადამიანებს უნდა მიეცეთ უპირატესობა მოქალაქეების ურთიერთთანადგომით. ერთიანი მზა რეცეპტი როგორ უნდა იმუშაოს ავტოტრანსპორტმა, როგორ უნდა განისაზღვროს ადამიანთა პრიორიტეტები მე ჩავჯდე ტრანსპორტში თუ ვინმე სხვა, რა თქმა უნდა, არ არსებობს და ეს ყველაფერი მომავალში დახვეწას საჭიროებს. თუმცა, ერთი რასაც კორონა გვასწავლის, გადატვირთული ავტოტრანსპორტი დიდხანს დარჩება საფრთხედ. ჯერჯერობით, თუ ამუშავდა საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი და მეტრო, უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად ნიღაბი ცხვირსა და პირზე აფარებული. კარგი იქნება თუ ხელებს ტრანსპორტით სარგებლობის მერე დაიბანთ ან დაიმუშავებთ სპირტის შემცველი ხსნარებით“, - განაცხადა ზახაშვილმა.

თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დასძინა, რომ საჭიროა ნაკლები მობილობა.

„ახლა რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა იგივე მასშტაბით იყოს, დარწმუნებული იყავით მალე მივიღებდით მეორე ტალღას. ონლაინმუშაობა იმიტომ დაუშვა სახელმწიფომ. ძალიან ბევრი სამსახურები გადავლენ ამ ტიპის მუშაობაზე, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება. ნაკლები მობილობა! ამან მოგვცა ის, რომ არ გვაქვს დღეს 3,4 ,5 ათასი შემთხვევა ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო