ხათუნა ზახაშვილი - ყველა პროდუქტი, რომელიც საერთოდ გარეცხვას საჭიროებს, ყოველთვის გარეცხეთ სანდო ხარისხის წყლით

კორონავირუსი რომ გადადის პერორალური გზით, ანუ პირდაპირ ჩაყლაპვით ჯერჯერობით ერთმნიშვნელოვნად დადასტურებული არ არის, მაგრამ ჯობია ვიყოთ ფრთხილად. ყველა პროდუქტი, რომელიც საერთოდ გარეცხვას საჭიროებს და რომელიც ბუნებაში უნდა ირეცხებოდეს, ყოველთვის გარეცხეთ სანდო ხარისხის წყლით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „ფეიბუქლაივის“ დროს პროდუქციის გარეცხვასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვი საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, პროდუქტის გარეცხვით, არამარტო კორონავირუსისგან იქნება ადამიანი დაცული, არამედ ბევრი სხვა დაავადებისგანაც იხსნის საკუთარ თავს და ოჯახის წევრებს. მისი თქმით, ცუდად გარეცხილი პროდუქტი შესაძლოა სხვა , არასასიამოვნო დაავადების მიზეზიც გახდეს.

„მზა პროდუქტები, რომლებიც იყიდება, რა თქმა უნდა, რეცხვას აღარ ექვემდებარება, არა საჭიროებს, მაგრამ ის, რაც არის გასარეცი, ყოველთვის უნდა გაგერეცხათ და შემდეგშიც უნდა გარეცხოთ. განსაკუთრებით, ხილი და ბოსტნეული, რომელიც ამ სეზონზე უფრო აქტიურად მოიხმარება. სხვადასხვა ახალი ხილი უკვე დამწიფდება და საჭიროებს კარგ გარეცხვას, ვიდრე გამოიყენებთ. ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც დაბინძურებულია, შეიძლება მოიცავდეს არამარტო კორონას რისკს. ჯერ ერთი, კორონავირუსი რომ გადადის პერორალური გზით, ანუ პირდაპირ ჩაყლაპვით ჯერჯერობით ერთმნიშვნელოვნად დადასტურებული არ არის, მაგრამ ჯობია ვიყოთ ფრთხილად და ყველა პროდუქტი, რომელიც საერთოდ გარეცხვას საჭიროებს და რომელიც ბუნებაში უნდა ირეცხებოდეს, ყოველთვის გარეცხეთ სანდო ხარისხის წყლით“, - განაცხადა ზახაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა