სალომე სამადაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანების თაობაზე პარტიაში მსჯელობა დღემდე არ შემდგარა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შეუერთდება თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“, აღნიშნულზე პარტიაში მსჯელობა არ მომხდარა. ამის შესახებ სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„ამაზე მსჯელობა პარტიაში დღემდე არ შემდგარა. დღევანდელი მოცემულობით ამის თქმა შემიძლია“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში - „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდება.

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ