გიგი უგულავა - მიუხედავად იმისა, რომ ციხიდან გამოსვლის, მერე ისევ შესვლის, მერე ისევ გამოსვლის სტაჟი მაქვს, გათავისუფლება ფსიქოლოგიურად და ემოციურად მოულოდნელი იყო

მიუხედავად იმისა, რომ ციხიდან გამოსვლის და მერე ისევ შესვლის, მერე ისევ გამოსვლის სტაჟი მაქვს, ეს ფსიქოლოგიურად და ემოციურად მოულოდნელი იყო , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, გათავისუფლება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და ამას არჩევნებამდე არ ელოდებოდა.

„მოულოდნელობის ეფექტი იყო, ასე მალე არ მოველოდი, ალბათ, ერთ-ორ თვეში, ან არჩევნების მერე. მიუხედავად იმისა, რომ გამოსვლის და მერე ისევ შესვლის, მერე ისევ გამოსვლის სტაჟი მაქვს, ფსიქოლოგიურად და ემოციურად მოულოდნელი იყო. 3 დღეა ვაკვირდები, მაგრამ თან რაღაცნაირად გაუცხოება მაქვს. იქ ძირითადად, რაღაცას ან ვკითხულობდი, ან ვუსმენდი, ხუთშაბათი ხვალ არის თუ ზეგ? ხუთშაბათი აბანოს დღეა ციხეში და ხვალ აბანოს დღე მექნებოდა. სამწუხაროდ, საბჭოთა ტრადიციიდან მოყოლებული, კანონში წერია, კვირაში მინიმუმ, 2-ჯერ უნდა უზრუნველყოს ადმინისტრაციამ აბანო. როცა მინიმუმ 2 იწერება, ის ორია ხოლმე. ჯერჯერობით, საქართველოს ციხეებში 2-ჯერ არის აბანო და დანარჩენი დღეები შენით უნდა "იწუწაო". ეს ყველაფერი თუ მკითხავ, შესაცვლელია. დღეს, ციხე სინამდვილეში მოგზაურობაა წარსულში... აი, მაგალითად, წიწიბურა, რომელიც საბჭოთა კავშირის გასტრონომიის სიმბოლოა, არამარტო ციხეში, არამედ ყველა პაკეტში ზის. რაღაც მომენტში, წიწიბურა გაქრა, მერე ტელევიზორში ვნახე, რომ გაძვირდა“, - განაცხადა უგულავამ.

მისი განმარტებით, რუსთავის ციხეში ე.წ. მატროსოვის ციხესთან შედარებით, კარგი პირობები ჰქონდა.

„სწორი რეფორმა შემოიტანეს, ციხე რისკების მიხედვით რომ გაიყო. „მატროსოვი“ ხომ ვითომ კარგად ითვლებოდა, მაგრამ სინამდვილეში, ის საწამებელი კამერაა ამასთან შედარებით. ეს მაინც უკეთესი იყო, ფანჯარა დიდი ჰქონდა, ოთახიც შედარებით დიდი იყო... დედაჩემმა მითხრა, შენ რომ ციხე გიხდება, მტრისას, ისე არავისო. არც წინაზეც, არც ახლა, ცუდად არ მოვიხსენიებ, იმიტომ არა რომ ცუდი არ არის, ან პირობებია კარგი, ვიღაც თავგადაკლული „ქოცი“ იტყვის, აი, თქვენს დროს ხომ იყოო. მე არაფერზე არ ვჩივი, მე ამაზე ვყვები, რასაც დავაკვირდი, ადამიანებს ეს აინტერესებთ, ციხის იქით საფლავია“, - განაცხადა უგულავამ.

იხილეთ ვიდეო: "დღეს ციხე არის სინამდვილეში მოგზაურობა წარსულში"

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა