პაციენტს, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ, კარანტინში გადაიყვანეს, კორონავირუსი კვლავ დაუდასტურდა

პაციენტს, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ, კარანტინში გადაიყვანეს, კორონავირუსი კვლავ დაუდასტურდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა განაცხადა, აღნიშნული პაციენტი საკარანტინო ზონაში კორონავირუსის ტესტის ორჯერადად უარყოფითი პასუხის შემდეგ გადაიყვანეს და მას ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

მისივე თქმით, პაციენტი კარანტინის პირობებში რჩება.

„იყო ორჯერადად უარყოფითი პასუხი. პროტოკოლის მიხედვით, მას შემდეგ, რაც კლინიკურად ამ პაციენტს რამდენიმე დღის განმავლობაში არ აღენიშნებოდა სიმპტომები, მოხდა მისი კარანტინში გადაყვანა. კარანტინში ზუსტად იმიტომ გადავიდა, რომ გამორიცხული ყოფილიყო ასეთი ფაქტი. ახლაც კარანტინშია და 4 დღეში ისევ გადამოწმდება. ამის მიხედვით გადაწყდება, თუ რა ბედი ეწევა ამ პაციენტს - გადაიყვანენ ჰოსპიტალში, თუ გაუშვებენ სახლში“, - განაცხადა რევაზ მეჭურჭლიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს