დავით მაღრაძე - თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ჩაგვეხსნებიან, შესაძლოა, ერეკლეს არჩევანის წინაშე აღმოვჩნდეთ

თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ჩაგვეხსნებიან, შესაძლოა, ერეკლეს არჩევანის წინაშე აღმოვჩნდეთ ,- ამის შესახებ მოძრაობა “დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა, პოეტმა დავით მაღრაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.

დავით მაღრაძის თქმით, იქამდე მივიდა საქმე, რომ საქართველომ ბევრი კრიტიკა დაიმსახურა გარესამყაროსგან, რასაც ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

„როდესაც 2012-ში არჩევნები ჩატარდა, აქ იყო საქმე მორალურ - ზნეობრივ კონფლიქტთან დაკავშირებით. არსებულ ხელისუფლებასთან საპროტესტო საზოგადოებას ჰქონდა ზნეობრივი კონფლიქტი და ვინც ჩვენი საზოგადოების საპროტესტო ნაწილის წიაღში ამოიზარდა, ამ ზნეობრივი კონფლიქტის მატარებელი იყო, რადგან ამ წიაღიდან მოვიდა ხელისუფლებაში, ამ წიაღმა მოიყვანა ეს ხალხი ხელისუფლებაში. მე მინდა მათ ვკითხო, თუ წინა ხელისუფლების სამართალი და სასამართლო მისაღები იყო მათთვის, თუ მოსმენები და დასმენები მისაღები აღმოჩნდა, თუ „ტროლები“ და „ბოტები“, რაც ჩემს ბიოგრაფიაშიც შემოჭრეს, ესეც მისაღები აღმოჩნდა, დასხდნენ, მოიფიქრონ და მოძებნონ ის, რაც მათთვის მისაღები არ აღმოჩნდა მაშინდელი ხელისუფლებისგან. თუ ეს ზნეობრივი კონფლიქტი ძალიან დაიდღაბნა, ეს ამძიმებს მდგომარეობას და ამძიმებს სურათს, ზოგადად. მარტო გამიხარდება, თუ მკაფიოდ ხელჩასაჭიდს რამეს იპოვიან და ძალიან გამიხარდება სხვათაშორის. მივეხმარები, რომ ვიპოვოთ ერთად და აღმოჩნდეს, რომ აქ გადის სადემარკაციო ხაზი, რაც ჩვენთვის მისაღები არ იყო იმ ხელისუფლებისგან.

აქამდე მივიდა საქმე, რომ ამდენი კრიტიკა დავიმსახურეთ გარესამყაროსგან. გარესამყაროს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ხვალინდელი დღისთვის იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკა, უსაფრთხოება ამაზეა დამოკიდებული.

ღმერთმა ნუ ქნას, თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ჩაგვეხსნებიან ჩვენ შესაძლოა, ერეკლეს არჩევანის წინაშე აღმოვჩნდეთ, შესაძლოა ამ საბედისწერო არჩევანის წინაშე დავდგეთ. ცუდ სიზმარს ვყვები, ეს რეალობა არ იქნება, მაგრამ თვალსაჩინოებისთვის ვამბობ“, - განაცხადა მაღრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა