ადამ კინზინგერი - იმედს გამოვთქვამ, რომ ის დაპირება, რაც გაკეთდა, შესრულდება და წინ წავიწევთ-ყველა ყველაფრით კმაყოფილი ვერ იქნება, თუმცა ეს უკეთესი გზაა, ვიდრე რუსეთის ბრჭყალების ქვეშ ყოფნა

იმედს გამოვთქვამ, რომ ის დაპირება, რაც გაკეთდა, შესრულდება და წინ წავიწევთ , - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა მედიასთან არჩევნების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

კონგრესმენის თქმით, ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, თუმცა ეს უკეთესი გზაა, ვიდრე რუსეთის ბრჭყალების ქვეშ ყოფნა.

„იმედს გამოვთქვამ, რომ ის დაპირება, რაც გაკეთდა, შესრულდება და წინ წავიწევთ, რადგან ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს, მისი ხმა გაითვალისწინონ პოლიტიკური კლასის ფარგლებს გარეთაც და ეს სწორედ ოქტომბერში არჩევნებზე იქნება შესაძლებელი. კიდევ ერთხელ, პროცესში ჩართულ ორივე მხარეს ვულოცავ. ყველა არ იქნება კმაყოფილი, ამას ვამბობ პოლიტიკაში დიდი ხნის განმავლობაში მყოფი ადამიანი. ყველა ყველაფრით კმაყოფილი ვერ იქნება, ეს არის დემოკრატიაც, თუმცა ეს გაცილებით უკეთესი გზაა, ვიდრე ის, რომ ერთი ადამიანი მთელი ცხოვრება გკარნახობდეს, როგორ იცხოვრო და ეს უკეთესი გზაა, ვიდრე რუსეთის ბრჭყალების ქვეშ ყოფნა. იმედი მაქვს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება, ვიდრე ახლაა“ , - განაცხადა კინზინგერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა