ჯანმო - მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

მსოფლიოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 106 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის გავრცელების დროიდან დღემდე ერთი დღე-ღამის მანძილზე გამოვლენილი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეთხვევების თითქმის ორი მესამედი ოთხ ქვეყანაში დადასტურდა.

ტედროს ადანომ გებრეიესუსმა შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში დაინფიცირებულების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.

„მსოფლიოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი ამ პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით,“- აღნიშნა გებრეიესუსმა.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 5 მილიონს აჭარბებს, დაღუპულია 329 731 და გამოჯანმრთელებულია 2 მილიონზე მეტი ადამიანი.

იხილეთ ვიდეო: ჯანმო - მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო