რელიგიის საკითხთა სააგენტო ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას ამაღლების დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამაღლების დღესასწაულს ულოცავს საქართველოს ევანგელურ–ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს. დღეს სომხური მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიაც იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებას ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ამაღლების დღესასწაულს.

„დღეს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ქრისტიანთათვის ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს - მაცხოვრის ამაღლებას აღნიშნავს. სახარების თანახმად, აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალი უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს, მოუწოდა სახარება ექადაგათ და შემდგომ, მათ თვალწინ, ზეცად ამაღლდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამაღლების დღესასწაულს ულოცავს საქართველოს ევანგელურ–ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს და მშვიდობას უსურვებს მათ. დღეს სომხური მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებას ზეიმობს. დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს მოწაფეებთან უფლის გამოცხადებასა და შემდგომ მის ზეცად ამაღლებას უკავშირდება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ამაღლების დღესასწაულს, მშვიდობასა და წარმატებებს უსურვებს მათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო