ირაკლი ოქრუაშვილი - გამოუშვით რურუა, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და მორჩება ეს ისტერია - მერე თუ გინდათ პოლიტკრიმინალები გვეძახეთ, გინდა აგენტები და ყაჩაღები

„ქართული ოცნება“ რაც მალე გამოუშვებთ გიორგი რურუას, მით მალე დამთავრდება ის ჩიხი, რომელშიც თქვენი სურვილით შეხვედით, - ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რაც დიდხანს გააგრძელებს „ოცნება“ რურუას დემონიზაციას, მით უფრო ვეღარ აუხსნის ამომრჩეველს, როდესაც მას მაინც გამოუშვებს ციხიდან.

„რაც მეტი არგუმენტი მოგყავთ ჩვენი გამოშვების გასამართლებლად, მით მეტად აღიზიანებთ თქვენს მხარდამჭერებს. არადა ორივე მხარემ მარტივად შეგვიძლია ვთქვათ: "რაც იყო, იყო". ამას უფრო გაგვიგებს ამომრჩეველი.

ჩემი არყოფნის პერიოდში იმდენად პოლარიზებული გამხდარა საზოგადოება და იმდენად მოუმატია ისეთ ადამიანების რიცხვს, რომლებიც მზად არიან დანები იშიშვლონ და ერთმანეთი დაჩეხონ, რომ თუ ვინმე გონიერი დარჩა თქვენთან, ადვილად უნდა ხვდებოდეს საით მივდივართ. გაითვალისწინეთ, რაც დრო გადის ამას მით მეტად ემატება მშიერი ადამიანების აგრესია.

გამოუშვით რურუა, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და მორჩება ეს ისტერია. მერე თუ გინდათ პოლიტკრიმინალები გვეძახეთ, გინდა აგენტები, გინდა ყაჩაღები“, -აცხადებს ოქრუაშვილი.

იხილეთ ვიდეო:გამოუშვით რურუა, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და მერე თუ გინდათ პოლიტკრიმინალები გვეძახეთ, გინდათ ყაჩაღები - ოქრუაშვილი "ოცნებას"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო