თემაზე: „პარლამენტის როლი კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირებაში“ ონლაინ დისკუსია გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელობას შორის თემაზე: „პარლამენტის როლი კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირებაში“ ონლაინ დისკუსია გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

საკანონმდებლო ორგანოდან, შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები კახაბერ კუჭავა და გიორგი კახიანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი ასევე, პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე მონაწილეობდნენ.

„შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის საკითხებზე მსჯელობას. მხარეებმა საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ონლაინ შეხვედრისას, კოვიდ 19-ით შექმნილი ვითარების საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს. მხარეებმა, ერთმანეთს გაუზიარეს პანდემიის პირობებში მუშაობისა და ეკონომიკის ხელშეწყობის გამოცდილება. დისკუსიისას, გამოიკვეთა საჭიროებები და საკითხები, რომლებზეც სამომავლოდ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ერთობლივად გააგრძელებს. ქართველმა პარლამენტარებმა, ამერიკელ კოლეგებს მადლობა გადაუხადეს იმ დახმარებისთვის, რის საფუძველზეც საქართველოში ლუგარის ცენტრი არსებობს. როგორც აღინიშნა, განსაკუთრებით ფასდაუდებელია ლუგარის ლაბორატორიის როლი, მნიშვნელობა და წვლილი პანდემიის პირობებში. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: HDP თანათავმჯდომარე დევიდ პრაისი, კონგრესმენები ბარბარა ლი, ტომ რაისი, რობინ კელი, ადრიან სმიტი, მარკვეინ მალინი და HDP აღმასრულებელი დირექტორი დერეკ ლიუტეი. შეხვედრაში ასევე, მონაწილეობდნენ აშშ-ს საელჩოს, IRI-ის და USAID - ის წარმომადგენლები,”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა