ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში საკარანტინო სივრციდან 2 ახალი პაციენტი მკურნალობს, რომლებიც სომხეთის მოქალაქეები არიან

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას საკარანტინო სივრციდან 2 ახალი პაციენტი, სომხეთის მოქალაქეები დაემატა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში მყოფი 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

"ბოქსირებულ სექტორში არის 51 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 41. სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. შემოვიდა ორი ახალი პაციენტი, დადასტურებული დიაგნოზით. დედა-შვილი, არიან საკარანტინე სივრციდან და არიან სომხეთის მოქალაქეები. ერთი პაციენტი გადავიდა რეანიმაციიდან და რეანიმაციაში მკურნალობას აგრძელებს მხოლოდ ერთი პაციენტი, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 4 პაციენტი რჩება საყურადღებო. კლინიკაში 18 წლამდე მოზარდი არის 12. 4 პირი ელოდება კვლევაში ჩართვას. ერთი პაციენტი რჩება სტაბილურად მძიმე რეანიმაციაში," - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

რაც შეეხება კორონავირუსის ინფექციის მქონე გამოჯანმრთელებული პაციენტების განმეორებით დაავადებას, მაკა სოლოღაშვილის თქმით, არცერთი მათგანი არ წარმოადგენს საფრთხეს, რადგან გაწერა ხდება უმრავლეს შემთხვევაში საკარანტინე ზონაში. „შესაბამისად, საფრთხეს არ წარმოადგენს, მითუმეტეს არ წარმოადგენს საფრთხეს როცა ხელახალი ვირუსის გამოჩენა კველევაში ხდება მკვდარი ვირუსის სახით. ეს არ არის გადადებისთვის საფრთხე. ის არ არის მეორე ადამიანისთვის გადადების საფრთხე. გაწერა ხდება თვითიზოლაციის პირობით და აქ ყველა რისკი აღმოფხვრილია," - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა