„საქპატენტმა“ EUIPN-ის წევრი უწყებების მიერ შემუშავებული სასაქონლო ნიშნების პრაქტიკის ყველა დოკუმენტი გაიზიარა

„საქპატენტმა“ EUIPN-ის წევრი უწყებების მიერ შემუშავებული სასაქონლო ნიშნების პრაქტიკის ყველა დოკუმენტი გაიზიარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქპატენტიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს შორის „საქპატენტი“ პირველია, რომელიც სრულად ეთანხმება ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ქსელის (EUIPN) წევრი უწყებების მიერ შემუშავებულ საერთო პრაქტიკას და სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზას ევროკავშირის პრაქტიკის შესაბამისად ატარებს.

„საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტისა“ და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, „საქპატენტმა“ დღეს გამოაქვეყნა სასაქონლო ნიშნების პრაქტიკის სამი დოკუმენტი:

განმასხვავებლობა – აღწერილობითი/არაგანმასხვავებელუნარიანი სიტყვების შემცველი გამოსახულებითი ნიშნები (CP3);

იხილეთ ბმული : http://www.sakpatenti.gov.ge/media/page_files/CP3_-_GEO_-_14.05.pdf

შავ-თეთრი ნიშნების დაცვის ფარგლები (CP4);

იხილეთ ბმული : http://www.sakpatenti.gov.ge/media/page_files/CP4_-_GEO_-_14.05.pdf

აღრევის შესაძლებლობა (არაგანმასხვავებელუნარიანი/სუსტი ელემენტების გავლენა) ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები (CP5).

იხილეთ ბმული : http://www.sakpatenti.gov.ge/media/page_files/CP5_-_GEO_-_14.05.pdf

დოკუმენტები იძლევა იმ პრინციპების ნათელ და ყოვლისმომცველ განმარტებას, რაც გამოყენებული იქნება საქპატენტისა და EUIPN-ის ინტელექტუალური საკუთრების უწყებების მიერ. პრაქტიკის დოკუმენტების გამოქვეყნების მთავარი მიზანია გამჭვირვალობის, იურიდიული სიცხადისა და პროგნოზირების გაზრდა განმცხადებლების, ექსპერტებისა და ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირთათვის. პრაქტიკის დოკუმენტები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ქართულ და ინგლისურ ენებზე. ისინი დაყოფილია ორ ნაწილად. პირველ ნაწილში შეჯამებულია კრიტერიუმები, ხოლო მეორე ნაწილში წარმოდგენილია თითოეულ შემთხვევაში გამოსაყენებელი სპეციფიკური კრიტერიუმების სრული განმარტება. ეს მიღწევა შესაძლებელი გახდა საქპატენტისა და EUIPO-ს ერთობლივი მუშაობის შედეგად.

„საქპატენტის“ მიერ პრაქტიკის დოკუმენტების პუბლიკაცია წარმოადგენს ამ საქმიანობის საბოლოო შედეგს EUIPO-სთან საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. ექსპერტიზის პრაქტიკაში მეტი სიცხადის შეტანის მიზნით, „საქპატენტმა“ მიმდინარე წლის მარტში გამოაქვეყნა პრაქტიკის დოკუმენტი დიზაინის გრაფიკულად გამოსახვასთან დაკავშირებით, რაც, ასევე, ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს