მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 1 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, 7 კი საკარანტინე სივრციდანაა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

“ახალი 8 დადასტურებული შემთხვევიდან 1 არის ბოლნისის წყარო, დანარჩენი 7 არის საკარანტინე სივრციდან. გუშინ ჩვენთან 11 დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა, წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევები გადმოიყვანეს. გვყავს 36 დადასტურებული პაციენტი და 3 არის შესაძლო შემთხვევა, რომელთა კვლევა ახლა ტარდება. ამ 8 ახალი შემთხვევიდან 2 შემთხვევა არის მძიმე, კლინიკურად მძიმედ გამოხატული სურათით. ასაკობრივი სპექტრი განსხვავებულია, არის მაღალი ასაკის პირებიც და საშუალო ასაკიც. საკარანტინე სივრცეში დადასტურებულებიდან 2-ს მოგზაურობის ისტორია აქვს”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო