სოფო კილაძე შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ ცვლილებებზე - არსებობს გარკვეული საფრთხეები, მაგრამ პარლამენტი იმისთვის ვართ, რომ ყველანაირი რისკი დავაზღვიოთ

ძალიან იშვიათად მახსოვს რომელიმე კანონპროექტი, რომ ოპოზიციას დაეჭირა მხარი. ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ - რა კანონიც არ უნდა შემოვიტანოთ, ოპოზიციას ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი აქვს, ამიტომ მგონი, ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.

კილაძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტს თან ახლავს გარკვეული საფრთხეები, თუმცა მათი დაზღვევა საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებით არის შესაძლებელი.

"რა თქმა უნდა, ამ კანონთან დაკავშირებით, არსებობს გარკვეული საფრთხეები, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ცუდი ხელისუფლების პირობებში საფრთხე კიდევ უფრო იზრდება და ჩვენ პარლამენტი ვართ იმისთვის, რომ ყველანაირი რისკი დავაზღვიოთ არა მხოლოდ იმ შემთხვევისთვის, როცა ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, არამედ იმ შემთხვევისთვისაც, თუ ისეთი ხელისუფლება მოვიდა, სადაც შეიძლება გაიზარდოს რისკები კანონის ბოროტად გამოყენების. ჩვენ ვმუშაობთ ერთი მხრივ, კანონპროექტის დახვეწაზე, მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ ამ ახალი კანონპროექტის რისკების დაზღვევის ყველაზე კარგი საშუალებაა საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება, რომ პარლამენტმა გამოიყენოს ყველა ბერკეტი. იმ შემთხვევისთვის, თუ ვნახავთ, რომ რაიმე საფრთხე შეიქმნა, საპარლამენტო კონტროლით ნებისმიერ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. ვფირობთ, ეს წარმოდგენილი კანონპროექტი შეიძლება იყოს შუალედური ვარიანტი იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რადგან პანდემია არსად წასულა და მეორე მხრივ, ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება ეკონომიკას ამუშავდეს და ადამიანები დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ძალიან იშვიათად მახსოვს რომელიმე კანონპროექტი, რომ ოპოზიციას დაეჭირა მხარი. ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ, რა კანონიც არ უნდა შემოვიტანოთ ოპოზიციას ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი აქვს, ამიტომ მგონი ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, ჩვენთვის მთავარია რას იტყვის საზოგადოება,"- განაცხადა სოფიო კილაძემ.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს