საგანგებო მდგომარეობა და  კომენდანტის საათი 23 მაისიდან მოიხსნება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი.

„დღეს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. სტაციონარში მკურნალობას გადის ერთდროულად 224 ადამიანი. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომ, გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, თუმცა ამავდროულად, ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალდებულებაა ქვეყანა ნელ - ნელა, რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ნორმალურს წესს დაუბრუნდეს. ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, აღარ გაგრძელდეს კომენდანტის საათი, თუმცა ვირუსი არსად არ წასულა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა ჩვენთან ერთად იქნება ის პერიოდი, რომელზეც დაზუსტებით ვერავინ ვერ ამბობს. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ, ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც მთავრობის, ასევე თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო იზრდება და მოთხოვნა პირბადის, სოციალური დისტანციის და ასე შემდეგ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. დღეს მსოფლიოში უკვე ღიად საუბრობენ კორონასვირუსის მეორე ტალღის საფრთხეზე და ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი, როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ. უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესაბამისად, ჩვენ გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში დაგვჭირდება. ეს ის შეზღუდვებია, რომლებიც აუცილებელია რომ გავუმკლავდეთ ვირუსს და ფრთხილად და ეფექტურად ავამუშაოთ ეკონომიკა",- განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით არის გამოცხადებული.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა