გიგი წერეთელი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - თვითონ ამ საკითხის დაყენებაა გოიმური

მე მგონი, თვითონ ამ საკითხის დაყენებაა გოიმური, - ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციის შესახებ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ მსგავს განცხადებებზე და საკითხებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ ღირს და მედიასთან მხოლოდ მცირე შეფასებით შემოიფარგლა.

„არ მგონია, რომ ასეთ საკითხებზე სერიოზული განცხადებები უნდა გაკეთდეს. რას ნიშნავს საკითხის ასე დაყენება? მემგონი თვითონ საკითხის დაყენება ძალიან გოიმურია,"- განაცხადა წერეთელმა.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ „პოსტივის" ეთერში განაცხადა, რომ "ასეთი გოიმური ოპოზიციური სპექტრი საქართველოს ისტორიაში არ ახსენდება".

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს