არჩილ თალაკვაძე - ამ ეტაპზე  ჩვენი თანამშრომლების მხოლოდ 25% იმუშავებს შენობაში - რეკომენდაციაა, რომ მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში გამოვიყენოთ რეალური სხდომების რეჟიმი

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო ადგილებს პირველ ეტაპზე თანამშრომელთა 25% დაუბრუნდება, დანარჩენი ნაწილი კი მუშაობას კვლავ დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. რაც შეეხება სხდომებს, თალაკვაძის განმარტებით, პლენარული და საკომიტეტო სხდომები ყველა აუცილებელ და მნიშვნელოვან საკითხზე ჩატარდება, თუმცა რეკომენდაციის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც ფიზიკური შეკრება მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, ვიდეოკონფერენციების ფორმატი კვლავ აქტიურად იქნება გამოყენებული.

„ჩვენ გვქონდა ეპიდსიტუაციასთან დაკავშირენული რეკომენდაციების განხილვა ჯანდაცვის სამსახურებთან, ასევე გუშინ ვესაუბრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელს, განვიხილეთ თუ როგორ არის შესაძლებელი პარლამენტის საქმიანობის შემდეგი გაგრძელება. ეს მოხდება ეტაპობრივად, ჩვენი თანამშრომლებიც ეტაპობრივად დაუბრუნდებიან თავის საქმიანობას. ამ ეტაპისთვის ჩვენი თანამშრომლების მხოლოდ 25% იმუშავებს შენობაში და დანარჩენი ნაწილი დისტანციურად. მომდევნო პერიოდში, როგორც კი ეპიდსიტუაცია მოგვცემს ამის საშუალებას, უკვე მეტი თანამშრომელი ეტაპობრივად დაბრუნდება რეალურ სამუშაო რეჟიმში. რაც შეეხება სხდომებს, მოგეხსენებათ, რომ ხვალ უკვე იწურება საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ ყველა აუცილებელ და მნიშვნელოვან საკითხზე ჩავატარებთ როგორც საკომიტეტო, ასევე პლენარულ სხდომებს, თუმცა მაინც რეკომენდაცია რჩება, რომ ფიზიკური შეკრების ალბათობა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში გამოვიყენოთ ჩვენ რეალური სხდომების რეჟიმი, რაც ნიშნავს იმას, რომ დისტანციური შეხვედრა და ვიდეოკონფერენციის ფორმატები კვლავ, როგორც ჩანს, მომდევნო პერიოდში აქტიურად დაგვჭირდება,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო