ივანე მაჭავარიანი - პირებს, რომლებსაც ხელფასი შეუწყდათ, თუმცა დამსაქმებელი ჯანმრთელობის დაზღვევის საფასურს უხდის, მათ კომპენსაციას ვაძლევთ

დასაქმებულებს, რომლებმაც კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შემოსავალი დაკარგეს, თუმცა, მათ დამსაქმებელი ჯანმრთელობის დაზღვევის თანხას უხდის, მთავრობა კომპენსაციებს მისცემს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მაჭავარიანმა განმარტა, რა შემთხვევაში მიიღებენ დასაქმებულები კომპენსაციას და ვინ დაემატება კომპენსაციის მიმღებთა ჩამონათვალს.

„თუ პირს უფიქსირდება ხელფასი, კომპენსაციის მიმღები არ არის. თუ დამსაქმებელი დაზღვევას უხდის, მაგრამ ხელფასი შეუწყდა, ამას ხელფასად არ ვუთვლით და მას კომპენსაციას ვაძლევთ. თუ ხელფასის ნაწილს უხდის, ეს ჩვეულებრივი გადაწყობაა და დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობაა. ამ შემთხვევაში კომპენსაციას არ ვაძლევთ. იყო სეგმენტი, ვინც დეკრეტში იყო გასული და ამ პერიოდში არ ერიცხებოდა ხელფასი, იმ პრინციპს რომ პირველი კვარტლის ერთ-ერთ თვეს მაინც ერიცხებოდა ხელფასი, არ აკმაყოფილებდა, თუმცა, მუშაობდა და იყო უხელფასო დეკრეტში. როცა კომპანიები ასეთი ადამიანების სიას წარმოგვიდგენენ, მათაც მოვახვედრებთ ამ საკომპენსაციო საკითხში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს