დეპუტატები ექიმებს, ექთნებს, ეპიდემიოლოგებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც კოვიდინფექციის შეკავებაში მონაწილეობა მიიღო, ტაშით შეხვდნენ

პარლამენტში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს - ექიმებს, ექთნებს, ეპიდემიოლოგებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც კოვიდინფექციის შეკავებაში მონაწილეობა მიიღო, მადლობის ნიშნად ტაში დაუკრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კრიზისულ პროცესში გაწეული სამსახურისთვის მადლობა კანონმდებლებსაც გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულს მონაწილეობისთვის არა მხოლოდ პოლიტიკურ, საპარლამენტო პროცესში, არამედ იმ რთულ პერიოდში, როდესაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით კოვიდინფექციის შეკავება, შევძელით, რომ თავიდან აგვეცილებინა ეპიდემიური ტალღა ჩვენს ქვეყანაში, შევძელით ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვა. მინდა პარლამენტის სახელით, თქვენი სახელით მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის პროფესიონალებს, ექიმებს, ექთნებს, ეპიდემიოლოგებსა და ყველა მოკავშირე სამსახურის წარმომადგენელს, ვინც ჩართული იყო კოვიდინფექციის მართვაში, ვინც ეფექტურად შეძლო ამ ინფექციის გავრცელების შეკავება. გთხოვთ სიმბოლურად მადლობა გადავუხადოთ ამ ადამიანებს!“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა