სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესოპერატორს, დარღვევების გამო, საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფმა დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა ბიზნესოპერატორს, რომელიც მათი განმარტებით, ავტოფარეხში, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით აწარმოებდა და ყიდდა სხვადასხვა სახეობის მწნილეულსა და მჟავეულს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე შეამოწმა ბიზნესოპერატორი, რომელიც ავტოფარეხში, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით აწარმოებდა და ყიდდა სხვადასხვა სახეობის მწნილეულსა და მჟავეულს. სააგენტოს ინსპექტორებმა გაატარეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები - ინდმეწარმე „ზაურ გრიგალაშვილი“ (ფაქტობრივი მისამართი: თევდორე მღვდლის ქ.10) დაჯარიმდა და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა“,- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო