ვანო მაჭავარიანი - თვითდასაქმებულებმა რაღაცნაირად უნდა დაადასტურონ - თქვენ შეიძლება მითხრათ, რომ მღეროდით რესტორანში და თუ იმ რესტორანმა არ დამიდასტურა, რა უნდა გავაკეთოთ, ასე ვარიგოთ ფული?

რაღაცნაირად უნდა დაადასტურონ, ჩვენ ხომ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ, თქვენ შეიძლება მითხრათ, რომ მღეროდით ყოველ საღამოს რესტორანში და თუ იმ რესტორანმა არ დამიდასტურა, რა უნდა გავაკეთოთ, ასე ვარიგოთ ფული? - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მიღების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თუ მოქალაქე შემოსავალს ვერ დაადასტურებს, მთავრობა უძლურია.

„ჩვენ მაქსიმალურად რბილი მოდელით მივუდგებით ამ ადამიანებს, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ რამე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი თუ მოგვიტანეს, ან საბანკო ამონაწერი, სადაც ასევე ჩანს, რომ რეგულარულად იღებდნენ შემოსავალს რაღაც საქმიანობიდან გამომდინარე, მაგალითად „ეარბიენბის" გაქირავების შემთხვევაში, თუ ჩანს, რომ რაღაც პერიოდში ჩარიცხვები ჰქონდა და აქირავებდა ბინას, მასაც ჩავუთვლით. ეს არის ის, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ შეგვიძლია განვკარგოთ საბიუჯეტო სახსრები, სხვა შემთხვევაში, სადაც დასტური არ გვაქვს, სამწუხაროდ, ჩვენ უძლურები ვართ. რაღაცნაირად უნდა დაადასტურონ, ჩვენ ხომ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ. თქვენ შეიძლება მითხრათ, რომ მღეროდით ყოველ საღამოს რესტორანში და თუ იმ რესტორანმა არ დამიდასტურა, რა უნდა გავაკეთოთ, ასე ვარიგოთ ფული?” - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირება.

„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვიღაცები შეიძლება დახმარების მიღმა რჩებიან. წლებია შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტრო ითხოვნდნენ, რომ დარეგისტრირდი. არის მცირე მეწარმეთათვის, საერთოდ არაფერს იხდი, თუ 30 000 ლარამდე გაქვს შემოსავალი, უბრალოდ ადასტურებ, 500 000 ლარის ბრუნვა თუ აქვს, 1%-ს იხდი. 166 000 პირია, რომელიც სხვადასხვა ტიპის სტატუსის მქონე მეწარმეა, მცირე, მიკრო და ა.შ. რომელსაც ჩვენ პრაქტიკულად, მომართვის შემთხვევაში, ავტომატურ რეჟიმში ვაძლევთ კომპენსაციას. არანაირი მაღალი დაბეგვრის რეჟიმში არავინ არ ხვდება, არც ძიძა მოხვდებოდა, არც რეპეტიტორი, ალბათ, არც დამლაგებელი, 30 000 ლარს წლიურს მათი შემოსავალი არ აჭარბებს. ამით ჩვენ მათ მოვძებნიდით. ახლა რა უნდა ვქნათ? უნდა ვენდოთ, ვიღაცამ უნდა დაიფიცოს”, - განაცხადა მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო:თქვენ შეიძლება მითხრათ, რომ მღეროდით რესტორანში, მაგრამ თუ რესტორანმა არ დამიდასტურა, რა გავაკეთოთ, ასე ვარიგოთ ფული? - ფინანსთა მინისტრი

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია