მამუკა მდინარაძე - მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთი წამით არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე ვინმეს გამოშვებაზე საუბარს არ დათანხმებიან

მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არც ერთი წამით არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე ვინმეს გამოშვებაზე საუბარს არ დათანხმებიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ შეთანხმება მოხდა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რაც შეეხება მეორე დოკუმენტს, ეს მხოლოდ ერთობლივი განცხადებაა, რომელიც მართლმსაჯულებაში ჩაურევლობას ეხება. მისივე თქმით, სპეკულაციურია საუბარი, რომ პატიმრების გამოშვებაზე ოპოზიციამ თანხმობა მიიღო.

"ამაზე საუბარი ოპოზიციის მხრიდან სულ იყო მოლაპარაკებებზე, ყველა შეხვედრის დროს. სპეკულაციურია აბსოლუტურად ის, რომ ამაზე თანხმობა მიიღეს. სხვათა შორის, ერიდებიან ხოლმე ამ ვორდინგით თქმას - როცა ეკითხებიან, დაეთანხმა თუ არა "ქართული ოცნების" მხარე ვინმეს გამოშვებას, ამ დეტალს თავს არიდებენ. პრეზიდენტის ლოგიკა კი ეს იყო, რომ ამ სპეკულაციების ფონზე ქვეყანა რისკებს აარიდა. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც პირადად ჩემი აზრით, მთლად რაციონალური არ იყო, იქიდან გამომდინარე, რომ არ შეეძლოთ განსაკუთრებული რისკების შექმნა. სხვათა შორის, ამასაც ხაზი უნდა გავუსვათ, რომ შეთანხმება იყო პირველ ნაწილზე, საარჩევნო სისტემაზე, რაც შეეხება მეორე ნაწილს, რაც მართლმსაჯულებაში ჩაურევლობას გულისხმობს, ეს იყო ერთობლივი განცხადება, ამასაც ხაზი უნდა გავუსვათ და გვახსოვდეს,"- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს