აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების ხელმძღვანელი - კოვიდ 19-ის გავრცელება სამხრეთ ნახევარსფეროში გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ აშშ-ს ახალი ტალღა შემოდგომა-ზამთარში დაატყდება

კორონავირუსის სწრაფი გავრცელება სამხრეთ ნახევარსფეროში გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ აშშ-ს ვირუსის ახალი ტალღა შემოდგომასა და ზამთარში დაატყდება,- ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების ხელმღვანელმა, რობერტ რედფილდმა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„თქვენ ხედავთ რა ხდება ახლა ბრაზილიაში და როცა ეს ყველაფერი სამხრეთ ნახევარსფეროში დასრულება, ვეჭვობ ის კვლავ ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლებს“,-აღნიშნა რედფილდმა.

ცენტრების დირექტორმა კორონავირუსისთვის აშშ-ს მზაობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის რომ შტატები მოუმზადებელი იყო, მხოლოდ ერთი ადამიანის დანაშაული არ არის.

„ამ რესპირატორულმა ვირუსულმა პათოგენმა ჩვენი ქვეყანა მუხლებზე დაამხო და ეს რეალობაა. თუმცა, ეს ყველაფერი ერთი ადამიანის ბრალი არ არის. სახელმწიფო ათწლეულების მანძილზე მოუმზადებელი იყო. თუ მომავალ წელს ისეთივე გრიპის სეზონი გვექნება როგორც წელს, როცა ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, ჯანდაცვის სისტემა უდიდესი წნეხის ქვეშ აღმოჩნდება. წარმოიდგინეთ გრიპს დამატებული კორონავირუსი, რამხელა ზეწოლა იქნება“,- დასძინა რედფილდმა.

ცნობისთვის, აშშ-ში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,5 მილიონს გადააჭარბა.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების ხელმძღვანელი პროგნოზირებს, რომ ქვეყანას კორონავირუსის ახალი ტალღა შემოდგომა-ზამთარში დაატყდება თავს

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ