ლევან კობერიძე - მთავრობა ამოფარებულია ექიმების კალთას და იქიდან ცდილობს, თავი მოგვაწონოს

მე მგონია, რომ ძალიან არასაინტერესოა უკვე პრემიერ-მინისტრის მოსმენა თავს სამუშაო ადგილიდან, კანცელარიაში. აქაც, პარლამენტში არ მგონია, რომ რაიმე საინტერესო ვკითხოთ, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ექიმების კალთას არის ამოფარებული.

"როდესაც საუბარია იმაზე, რომ რეალურად არის არა მართვა, არამედ შეკეტვა და მხოლოდ ეს არის მთავრობის სტილი, რაშიც არ ვგულისხმობ, ეპიდემიოლოგებსა და ექიმებს, რომლებმაც თავისი როლი 10 ქულიდან 11 ქულაზე შეასრულეს ნამდვილად. ახლა, მთავრობა ძირითადად, ამოფარებულია ექიმების კალთას და იქიდან ცდილობს თავი მოგვაწონოს", - განაცხადა კობერიძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ახალი კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებულ ანგარიშს პარლამენტს 27 მაისს წარუდგენს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა