მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია ამბობდა, თითქოს გახარიას გული უსკდებოდა პარლამენტში მოსვლაზე, თუმცა, 27 მაისსაც მოდის, 29-შიც ინტერპელაციის წესით და ივნისშიც რეგლამენტით უწევს მოსვლა

ოპოზიცია ამბობდა, რომ თითქოს გიორგი გახარიას გული უსკდებოდა პარლამენტში მოსვლაზე და მათი კითხვების გაგონებაზე, თუმცა, 27-შიც მოდის, 29-შიც ინტერპელაციის წესით მოდის და ივნისშიც რეგლამენტით უწევს მოსვლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მას ბევრი კითხვა პრემიერთან არ აქვს. რაც შეეხება ოპოზიციას, მდინარაძე მიიჩნევს, რომ ისინი კვლავაც სპეკულაციებით არიან დაინტერესებულნი.

„მე პირადად ბევრი კითხვა არ მაქვს პრემიერთან, რადგან ჩართული ვარ ყოველდღიურად, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების პროცესში, როგორც ბევრი პარლამენტარი. ოპოზიცია ამბობდა, რომ თითქოს გიორგი გახარიას გული უსკდებოდა პარლამენტში მოსვლაზე და მათი კითხვების გაგონებაზე, თუმცა, 27- შიც მოდის, 29 - შიც ინტერპელაციით მოდის, ივნისშიც უკვე რეგლამენტის თანახმად უწევს მოსვლა, ანუ მოკლე პერიოდში სამჯერ მოუწევს მოსვლა და ყველა კითხვას დარწმუნებული ვარ, ამომწურავ პასუხებს გასცემს იმიტომ, რომ ერთ მხარეს არის საქმე, მეორე მხარეს - სპეკულაცია, რომელიც მაგალითად ამაში გამოიხატება: 29 - ში როცა იბარებდნენ ინტერპელაციის წესით, ზუსტად იცოდნენ, რომ ამის მერე 2 დღეში უნდა ყოფილიყო წერილობითი ანგარიში წარმოდგენილი პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რეგლამენტი ყველას აქვს წაკითხული და თუ არ აქვთ, ცალკე პრობლემაა; შემდეგ მომდევნო თვეში უნდა მოვიდეს და ამ ანგარიშზე უნდა ისაუბროს. თუმცა, რადგან ასე აინტერესებთ დეტალები, პრემიერმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ 27 - შიც მოვა, 29 - შიც და ივნისშიც,"- განაცხადა მდინარაძემ.

იხილეთ ვიდეო:გიორგი გახარია მომდევნო ერთი თვის განმავლობაში პარლამენტში სამჯერ მივა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო