მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტში მუშაობა განაახლეს

საქართველოს პარლამენტი პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ნაწილობრივ ხსნის. დღეიდან, საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებმა მუშაობა ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების სრული დაცვით განაახლეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ჟურნალისტებს შენობაში შესვლისას თერმოსკრინინგი უტარდებათ, ამასთანავე, შენობაში აუცილებელია პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირების პრინციპის დაცვა.

შენობის სხვადასხვა წერტილში დამონტაჟებულია დეზობარიერები და ხელების სადეზინფექციო სითხეები. შენობაში ასევე პერიოდულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ამასთან, რესპონდენტებთან კომუნიკაციისას დაცული უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული დისტანცია. პარლამენტის შენობაში განსაზღვრული იქნება ინტერვიუების ჩაწერის რამდენიმე ლოკაცია (C კორპუსის მე-3 და მე-5, ხოლო ბ კორპუსის, მე-2 და მე-3 სართულები). მედიის წარმომადგენლების რესპონდენტებთან კომუნიკაციისას ასევე, დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული დისტანცია.

პარლამენტის ცნობით, დროებით გაგრძელდება შეზღუდვა მედიის წარმომადგენლების დასწრებაზე კომიტეტის სხდომებზე, ხოლო პლენარული სხდომის მიმდინარეობისას მათ ტრადიციულად მედიისთვის განკუთვნილ ლოჟაში დაიკავეს ადგილი. ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება საკომიტეტო და პლენარული სხდომების, ასევე ბრიფინგებისა და სხვა ღონისძიებების ტრანსლირება პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა