სერგი კაპანაძე - ხელისუფლებამ ნათელი გზავნილი მიიღო - იმედს ვიტოვებთ, რომ საღი აზრი ეყოფათ და შეთანხმების მეორე ნაწილიც ბოლომდე შესრულდება

ძალიან ნათელი გზავნილი მიიღო ხელისუფლებამ, ამიტომ ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საღი აზრი ეყოფათ და შეთანხმების მეორე ნაწილიც იქნება ბოლომდე მიყვანილი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია შეთანხმების სრულად შესრულების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

„8 მარტის შეთანხმება შესრულებულად ჩაითვლება მარტო იმ შემთხვევაში, თუ მისი ყველა ნაწილი სრულად იქნება შესრულებული. ჯერჯერობით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების ნაწილი სრულად შესრულებული არ არის და ჩვენი მოლოდინია, რომ სრულად შესრულდება, ამაზე სხვათაშორის ძალიან კარგი, სწორი გადაწყვეტილებები გაკეთდა ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ძალიან ნათელი გზავნილი მიიღო ხელისუფლებამ. ამიტომ, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საღი აზრი ეყოფათ და ეს ნაწილიც იქნება ბოლომდე მიყვანილი, ისევე როგორც ეს მოხდა გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში. ამის მერე ჩვენ უკვე მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და შეიძლება, რომ შედარებით ნორმალური წინასაარჩევნო გარემო გვქონდეს, ეს არის ყველას ინტერესი,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო