თინა ბოკუჩავა - სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ძალიან ცოტას, ძალიან დაგვიანებით, ძალიან უსამართლოდ და შერჩევით

„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ძალიან ცოტას, ძალიან დაგვიანებით, ძალიან უსამართლოდ და შერჩევით“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის პერიოდში „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული კომპანიები შექმნილი ვითარებით სარგებლობენ.

„ე.წ. ანტიკრიზისული გეგმის ის ნაწილი, რაც თქვენ წარმოადგინეთ, ძალიან კარგად გამოხატავს მთლიანად იმას, თუ რაც არის თქვენი ე.წ ანტიკრიზისული გეგმა. ეს არის ძალიან ცოტა და ძალიან დაგვიანებით. რამდენი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდა, რაც ადამიანებმა დაკარგეს სამუშაო ადგილები, რაც უკიდურეს გაჭირვებაში უწევს ცხოვრება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, „ქართული ოცნების“ პრივილეგირებული კასტისგან განსხვავებით, რომელსაც საერთოდ არ დატყობია აღნიშნული ეპიდემია. პირიქით, ძალიან ბევრმა კომპანიამ, რომელიც „ქართულ ოცნებასთანაა“ დაკავშირებული, ისარგებლა ამ მძიმე სიტუაციიდან და სარგებელი ნახა, ბიზნეს ინტერესების გაფართოების საშუალება ნახა, მაგრამ მათგან განსხვავებით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს მაშინ, როდესაც გაჩერებულია ეკონომიკა, გაჩერებულია მთელი ქვეყანა, მაგრამ გაჩერებული არ არის „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების ბიზნეს ინტერესები და მათი კომპანიების საქმიანობა, გაჩერებული არ არიან ბიძინა ივანიშვილის ხეები და გაჩერებული არ არის ბიძინა ივანიშვილის ოქროს ექსპორტი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

როგორც მან აღნიშნა, ანტიკრიზიული გეგმით გათვალისწინებული ნაბიჯები არის „ცოტა და დაგვიანებული“.

„ჩვენ, ოპოზიციამ შემოგთავაზეთ არაერთი კონკრეტული ნაბიჯი, რაც შეეძლო ხელისუფლებას, რომ გადაედგა. ვითხოვდით კომუნალურ ვაუჩერებს. ხელისუფლებამ ეს გააკეთა, მაგრამ აქაც ძალიან ცოტა და ძალიან დაგვიანებით. ჩვენ ვითხოვდით საშემოსავლო გადასახადის განახევრებას, მაგრამ აქაც დღეს ვხედავთ, ბატონ გიორგის მიერ წარმოდგენილი კანონით, რომ ხელისუფლება მხოლოდ ექვსი თვით აკეთებს ამას და მხოლოდ გარკვეულ კატეგორიაზე, აქაც ძლაიან ცოტა და ძალიან დაგვიანებით. ჩვენ ვითხოვდით, რომ მოხდეს საბანკო ვალდებულებების გადავადება კიდევ სამი თვით, დღეს ვნახეთ გახარიამ დაანონსა, რომ მოხდება მხოლოდ და მხოლოდ პროცენტის ვალდებულების გადავადება, აქაც ძალიან ცოტა და ძალიან დაგვიანებით. ეს არის რეალურად ის პასუხი, რაც საქართველოს მოსახლეობამ მიიღო საქართველოს ხლეისუფლების მხრიდან იმ სახსრების საფუძველზე, რომელიც საქართველოს გამოუყო საერთაშორისო ინსტიტუციებმა და რომელიც უნდა განაწილდეს, არა პოლიტიკური პრეფერენციების, არამედ საჭიროების მიხედვით. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ძალიან ცოტას, ძალიან დაგვიანებით, ძალიან უსამართლოდ და შერჩევით ისევე, როგორც მოქმედებდა საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც ადამიანებს კილომეტრებით სიარული უწევდათ იმისთვის, რომ პური ეყიდათ, რადგან საავტომობილო გადაადგილების შეზრუდვები არსებობდა, მაგრამ ამ დროს რუსთაველზე, თქვენი ხელისუფლების სახე - ოთარ ფარცხალაძე, კრიმინალი, დაბურულშუშებიანი შავი ჯიპით უკანონოდ გადაადგილდებოდა. აი, ეს არის რეალურად ე.წ. ანტიკრიზისული გეგმა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა