ლევან კობერიძე - არამარტო „ოცნებას", არამედ წინა ხელისუფლებებსაც რატომღაც არჩევნების წინ ახსენდებათ ხოლმე ღმერთი და იწყებენ სალოცავებში სიარულს

თუ ჩვენ სეკულარულ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ, ერთხელ და სამუდამოდ, სწორედ ხელისუფლებამ ან მართლა გულით იაროს ეკლესიაში და ისე ილოცოს, ან მარტო არჩევნების წინ ნუ გაახსენდებათ ღმერთი და ხატები, - ამის შესახებ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიისთვის ტყეების გარკვეული ფართობის გადაცემას შეეხება.

როგორც კობერიძემ განმარტა, ხელისუფლებებს, ღმერთი რატომღაც არჩევნების წინ ახსენდებათ.

"ზოგადად, ამ თემებთან დაკავშირებით შემდეგი პოზიცია მაქვს. უკვე ისტორიულმა გამოცდილებამაც გვაჩვენა, რომ სხვათა შორის, არამარტო "ქართული ოცნების" არამედ, წინა ხელისუფლებებსაც რატომღაც არჩევნების წინ ახსენდებათ ხოლმე ღმერთი, იწყებენ სალოცავებში სიარულს და დიდი სანთლების დანთებას. ასევე, ამ ყველაფერს რატომღაც ემთხვევა ხოლმე გარკვეული კანონპროექტების შემოტანა პარლამენტში. ამიტომ, საერთოდ ვთვლი, რომ როდესაც ხელისუფლება ასეთი მომხმარებულური დამოკიდებულებით ექცევა ეკლესიას და იმ რწმენას, რომელიც ადამიანებს ეკლესიის მიმართ გააჩნიათ, ვფიქრობ, რომ ეს არის სახელმწიფოს კონკრეტულად ამ შტოს მიერ ხელისუფლების მიერ მუდმივად იმ თემით სპელურირება, რომ გარკვეული გარიგებები მუდმივად ხდებოდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის გარკვეულ წარმომადგენლებს შორის. ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ სეკულარულ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ, ერთხელ და სამუდამოდ, სწორედ ხელისუფლებამ ან მართლა გულით იაროს ხოლმე ეკლესიაში და ისე ილოცოს და ან მარტო არჩევნების წინ ნუ გაახსენდებათ ღმერთი და ხატები", -განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი „საქართველოს ტყის კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს იხილავს. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. პროექტის მიხედვით, ეკლესიისთვის ტყის ფართობის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს მეორე მოსმენით აქვს დამტკიცებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო