სალომე სამადაშვილი - სანამ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება საპყრობილედან, ოპოზიციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა ვერ მოხდება

რაც უფრო სწრაფად მიიღებს ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებას, რომ სასამართლოზე მოხსნას წნეხი და მისცეს შესაძლებლობა, რომ გაათავისუფლოს გიორგი რურუა, მით უფრო სწრაფად შევძლებთ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებების ყველა მხარემ იცის, რა იყო 8 მარტის შეთანხმების საგანი.

„დაფიქსირებული იყო კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება და მოთხოვნა, მათ შორის, გიორგი რურუას შესახებ, ამიტომ სანამ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება საპყრობილედან, ოპოზოციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა ვერ მოხდება. რაც უფრო სწრაფად მიიღებს ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებას, რომ მოხსნას წნეხი სასამართლოზე და მისცეს შესაძლებლობა, მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება, რომ გაათავისუფლოს გიორგი რურუა, მით უფრო სწრაფად შევძლებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ და ქვეყანა არ შევიდეს უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა