„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას სთავაზობს, ბიზნესმა დღგ-ს გადასახადი საქონლის რეალიზაციის შემდეგ გადაიხადოს

როგორ გვინდა სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ და ასევე, ინფლაციაც შევინარჩუნოთ დაბალ მაჩვენებელზე, როცა დღგ-ს გადასახადის სტრუქტურას არ ცვლით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სჯობს ბიზნესმა დღგ საქონლის რეალიზაციის შემდეგ გადაიხადოს და არა - მანამდე.

„ადამიანმა, ახლა როცა რესურსები არის ნაკლები და შეუძლებელია გათვლა, ბიზნესი მოახდენს თუ არა შემოტანილი საქონლის რეალიზაციას, უნდა შემოიტანოს პროდუქცია და მომენტალურად გადაიხადოს დღგ, ნაცვლად იმისა, რომ „სეილს ტაქსი“ შემოვიღოთ და რეალიზაციის შემდეგ გადაიხადოს. ეს შემოთავაზებები არამხოლოდ არასაკმარისია, ამავე დროს რთულია და სინამდვილეში ეფექტს კი არ მოგვცემს, იქნება ფრაგმენტული და ამ კრიზის კიდევ უფრო გააღრმავებს. გირჩევთ და მოგიწოდებთ, წაიკითხოთ ის გაანგარიშებული გეგმა, რომელიც „ევროპულმა საქართველომ" წარმოადგენა და იხელმძღვანელოთ მაგით," - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებული ცვლილებები არის ფრაგმენტული.

„ეს არ არის გეგმა და პოლიტიკა. როცა საუბრობთ, რომ დიდი კლებაა ყველა სექტორში და დიდი დარტყმა მიიღო ყველა სექტორმა, რა საშემოსავლო გადასახადის გამოქვითვაზე საუბრობთ, როცა დღესაც კი საპენსიო შენატანს ართმევთ როგორც დასაქმებულს, ისე დამსაქმებელს. მილიარდ ლარამდე არის ბიუჯეტში აკუმულირებული, ასეულობით მილიონი ლარი გაქვთ ამოღებული დასაქმებულების ჯიბიდან და ეუბნებით რომ 30 წლის მერე დაუბრუნებთ, შავი დღისთვის რომ არის შენახული იმ ფულს. ახლა რომ ამბობთ, 1500 ლარიანი ხელფასის მქონე მოქალაქეს შეღავათს არ გაუწევთ, ამ მოქალაქეს დაგროვილი აქვს 500 ლარი საპენსიო ფონდში, ზემოდან დამატებული ბიუჯეტის 500, დამსაქმებლისგან კიდევ 500 ლარი. ანუ 1500 ლარი არის ხელმისაწვდომი და ამ ფულს რატომ არ უბრუნებთ? რაღაც ფულის სამომავლოდ გამოქვითვა და საბიუჯეტო სუბსიდირება კი არა, თავისი ფული რომ აქვს, ამ ფულს რატომ არ აძლევთ უკან? ამასთან, დღესაც ართმევთ ჯიბიდან დამატებით და ამ კრიზისში მყოფ ეკონომიკას კიდევ ტვირთად აწვებით," - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო