სალომე სამადაშვილი - მოქალაქეებისთვის, რომლებსაც დღემდე არც ერთი თეთრი არ მიუღიათ, საინტერესოა, გახარიასგან მოისმინონ სად წავიდა და როგორ გაიხარჯა ეს სახსრები

ჩვენი თანამოქალაქეებისთვის საინტერესო იქნებოდა ის ბიუჯეტი, რომელსაც გვპირდებოდა გახარია და დღემდე არავის თვალით არ აქვს ნანახი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ის პარლამენტში მისვლის თაობაზე პრემიერ-მინისტრის მიერ გამოთქმულ მზაობას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე ყოველგვარი დახმარების გარეშე დარჩა მაშინ, როცა გიორგი გახარია ყოველ კვირას საზოგადოებას ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმებს ტელევიზიიდან აცნობს.

"ვფიქრობ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც დღემდე არ მიუღიათ არც ერთი თეთრი სახელმწიფოსგან, ძალიან საინტერესო იქნება, მოისმინონ ბატონი გახარიას დეტალური გეგმები და დეტალური ანგარიში, სად წავიდა და როგორ გაიხარჯა ის სახსრები, რომელსაც ის პირდებოდა საკუთარ მოქალაქეებს. ჩვენი თანამოქალაქეებისთვის საინტერესო იქნებოდა ის ბიუჯეტი, რომელსაც გვპირდებოდა ბატონი გახარია და დღემდე არავის თვალით არ აქვს ნანახი. ასევე, ძალიან საინტერესო იქნება გავიგოთ, როგორ აპირებს ბატონი გახარია საერთაშორისო დახმარების უზრუნველყოფას მაშინ, როცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ამ დახმარებებს გზა გაეხსნას,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა