მინისტრის მოადგილე - კომერციული ატაშეს ინსტიტუტს ჩაანაცვლებს უფრო მაღალი თანამდებობის პირი, როგორიცაა წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, იქნება ეს ელჩის ან მისი მოადგილის, დესპანის დონეზე

საქართველოს ეკონომიკური ატაშე აღარ ეყოლება. პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს კანონის პროექტი, რომლის თანახმადაც, კომერციული ატაშეს შესაბამის ფუნქციას დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ან მინიმუმ, მისი მოადგილე შეასრულებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განცხადებით, შემოთავაზებული ცვლილებები ბევრად ეფექტური იქნება.

მისივე განმარტებით, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში“ შესატანი ცვლილების მიზეზია ისიც, რომ ატაშე ყველაზე დაბალი დიპლომატიური თანამდებობაა და მას უფრო მაღალი თანამდებობის პირი ჩაანაცვლებს.

„მოგეხსენებათ, რომ დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში 2016 წლის ივნისში შეტანილი იყო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც შემოვიდა ე.წ. კომერციული ატაშეს ინსტიტუტი, რომელიც უნდა დანიშნულიყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მიერ, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით და რომლის ძირითადი მიზანი იყო, რომ მას უცხოეთში წარმოედგინა სახელმწიფო, ყოფილიყო აკრედიტებული, როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში თავისი კომპეტენციის ფარგლებში განმახორციელებელი პირი, თუმცა ხანგრძლივი მსჯელობის, სხვადასხვა ქვეყანასთან კომუნიკაციის და ასევე, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კომერციული ატაშეს ინსტიტუტი ჩაანაცვლოს უფრო მაღალი თანამდებობის პირმა, როგორიცაა წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, იქნება ეს ელჩის ან მისი მოადგილის, დესპანის დონეზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ამ მიმართულებით განვავითაროთ თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანასთან. მოგეხსენებათ, ატაშეს თანამდებობა ყველაზე დაბალი დიპლომატიური თანამდებობაა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ინვესტიციების მოზიდვაზე და ამ მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, მნიშვნელოვანია, რომ მაღალი წარმომადგენლობითი ფუნქცია ჰქონდეს ადგილზე წარმომადგენლობაში მომუშავე პირს. ამიტომ ჩვენი შემოთავაზებაა, რომ კანონში ეს ჩანაწერი, რომელიც 2016 წელს იყო ინიცირებული შეიცვალოს და შესაძლებლობა მიეცეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მომუშავე მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირებს დააკისროს ამ ფუნქციების შესრულება, რაც ვფიქრობთ, უფრო ეფექტური იქნება,“- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს