ირაკლი კობახიძე შეზღუდვების შესახებ პროექტზე - პარლამენტის საზედამხედველო უფლებამოსილებები სრულად რჩება ძალაში, ყველაფერი დანარჩენი წმინდა წყლის სპეკულაციაა

პარლამენტის საზედამხედველო უფლებამოსილებები სრულად რჩება ძალაში, ყველაფერი დანარჩენი არის მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წყლის სპეკულაცია,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტში ადამიანის უფლებების დაცვის ნაწილში ყველაფერი ნათელია და უფლებები შეიზღუდება იმ სტანდარტის შესაბამისად, რომელსაც კომსტიტუცია ადგენს.

"კანონში შედის ახალი ჩანაწერები, რომელიც აძლევს მთავრობას ახალი შეზღუდვების დადგენის შესაძლებლობას. ეს შეზღუდვები არის აუცილებელი იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ შესაძლებელი გახდეს ვითარების მართვა. აქ გვქონდა ჩვენ რეალურად სამი სხვადასხვა ალტერნატივა: საგანგებოს გაგრძელება, რაც კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობას არ იძლეოდა, მეორე იყო - ეპიდემიის თავის ნებაზე მიშვება და მესამე - ამ კანონის მიღება. ჩვენ შეგვიძლია შევეკითხოთ ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ამ სამიდან რომელი იყო უფრო უკეთესი შესაძლებლობა. მგონი პასუხი არის ძალიან მარტივი, ერთადერთი ალტერნატივა იყო ამ კანონის მიღება. რაც შეეხება ორ თემას: ადამიანის უფლებებს და საპარლამენტო ზედამხედველობას, ადამიანის უფლებების ნაწილში ყველაფერი არის ძალიან ნათელი და ყველაფერი არის ძალიან კარგად. კონსტიტუცია ადგენს სტანდარტებს და ადამიანის უფლებები შეიზღუდება ამ სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, თანაზომიერების და განჭვრეტადობის პრინციპების დაცვით. რაც შეეხება საპარლამენტო ზედამხედველობას, ყველა უფლებამოსილება რჩება პარლამენტს, მას შეუძლია გამოიყებოს კონსტიტუციით მინიჭებული ყველა ბერკეტი, მათ შორის, დასვას კითხვები, დაიბაროს მთავრობის წევრები პრემიერ- მინისტრის ჩათვლით და ა.შ. პარლამენტის საზედამხედველო უფლებამოსილებები სრულად რჩება ძალაში, ყველაფერი დანარჩენი არის მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წყლის სპეკულაცია,"- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა