ნატო ჩხეიძე დიმიტრი ხუნდაძეს - ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენს კანონპროექტში საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის მხოლოდ ფორმა, ხოლო შინაარსი გარკვეულწილად პარლამენტის დისკვალიფიკაციაა?

ხომ არ უნდა ველოდოთ თქვენგან ან სხვისგან ასეთ კანონპრექტს, რომ შემოდგომაზე დანიშნული საპარლამენტო არჩევნები შეიცვალოს და იყოს მაგალითად, საპრემიერო არჩევნები? – ამ კითხვით დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატს, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ავტორს, დიმიტრი ხუნდაძეს მიმართა. მისი თქმით, ამ კანონპროექტის მიზანი პარლამენტის დისკვალიფიკაციაა.

„ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენს კანონპროექტში საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის მხოლოდ ფორმა, ხოლო შინაარსი არის გარკვეულწილად პარლამენტის დისკვალიფიკაცია? რადგან პარლამენტის კონსტიტუციური უფლებაა სწორედ, რომ შესაბამისი არგუმენტაციის პერობებში, შესაბამის პერიოდში მთავრობას გადასცეს ის უფლებამოსილება, რაც პარლამენტმა უკვე გააკეთა უკვე ორჯერ. ხომ არ ფიქრობთ ბატონო დიმიტრი, რომ რადგან კონსტიტუციურ უფლებას უზღუდავთ პარლამენტს თქვენი კანონპროექტით, ამდენად კანონპროექტის მიღებისთვის საჭიროა 113 ხმა, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა და არა მასზე ნაკლები. თქვენ არაერთხელ ახსენეთ თქვენს გამოსვლაში პოლიტიკური ეჭვები და ნება მომეცით, გნებავთ რიტორიკული და გნებავთ არარიტორიკული შეკითხვა დაგისვათ, თუკი კანონპროექტს 76 ხმით დღეს მიიღებს პარლამენტი, ხომ არ უნდა ველოდოთ თქვენგან ან სხვისგან ასეთ კანონპროექტს, რომ შემოდგომაზე დანიშნული საპარლამენტო არჩევნები შეიცვალოს და იყოს მაგალითად, საპრემიერო არჩევნები, რადგან ამ ფუნქციის გაუქმებით, თქვენ ფაქტობრივად აუქმებთ პარლამენტის სხვა ფუნქციებს და უფლებამოსილებები მთლიანად გადაგაქვთ პრემეიერზე”, - მიმართა ჩხეიძემ ხუნდაძეს.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა