დავით ზალკალიანმა იაპონელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა იაპონელ კოლეგა ტოშიმიცუ მოტეგისთან სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბარი იაპონური მხარის ინიციატივით შედგა.

მათი ცნობით, მხარეებმა ერთმანეთს კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების პროცესში მიღებული ზომები და არსებული ვითარება გაუზიარეს. იაპონურმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ ვირუსის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს.

„ქართულმა მხარემ, კიდევ ერთხელ, გამოხატა მადლიერება იაპონიის მიერ პანდემიასთან გამკლავების მიზნით, საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის, პანდემიასთან საბრძოლველად ანტივირუსული პრეპარატი „ავიგანის“ და სხვა სამედიცინო აღჭურვილობის მოწოდების შესახებ. სატელეფონო საუბრისას, მხარეებმა, ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორის მხარდაჭერაზე. მინისტრმა კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის ხედვა ტურიზმის სექტორის სწრაფი რეაბილიტაციის მიმართულებით, ქართული მხარე მიესალმა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ COVID-19-თან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ზომების შედეგად, დაბალი რისკის კატეგორიის ქვეყნებში შეყვანის ფაქტს და გამოთქვა მზადყოფნა საქართველოში უმასპინძლოს იაპონელ ტურისტებს. მხარეები მიესალმნენ 2019 წელს, ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების ოფიციალური მოლაპარაკებების დასრულებას, როგორც ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ უმსხვილესმა იაპონურმა „ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანიამ“ (TEPCO) საქართველოში ინვესტიციის განხორციელება გადაწყვიტა და შპს "დარიალი ენერჯის" აქციათა 31.4% შეიძინა, რითაც ოფიციალურად ჩაერთო დარიალის ჰიდროენერგეტიკული პროექტის განხორციელებაში“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, ხაზი გაესვა ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის გაღრმავების აუცილებლობას და გამოითქვა მზადყოფნა მომავალი მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის საქმიანობა და ამ კონტექსტში გასულ წელს, ქვეყნებს შორის გაფორმებული მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც იაპონელი მოხალისეების საქართველოში მოვლინებას გულისხმობს. საუბარი ასევე წარიმართა მრავალმხრივ ფორმატებში ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე და გამოითქვა კმაყოფილება ამ მიმართულებით არსებულ დადებით დინამიკაზე. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მომავალ მჭიდრო თანამშრომლობაზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს