ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია გოიმურად საუბრობდა იმაზე, რომ პრემიერს ეშინოდა პარლამენტში მოსვლა, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაციები და გოიმობა

ოპოზიცია საუბრობდა გოიმურად იმაზე, რომ პრემიერს ეშინოდა პარლამენტში მოსვლა და ა. შ. ეს არის წმინდა წყლის სპეკულაციები და გოიმობა,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლო კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პრემიერი მომდევნო ერთი თვის განმავლობაში პარლამენტში სამჯერ მივა და ყველა შეკითხვას პასუხს გასცემს.

"ათასი სპეკულაცია იყო პრემიერის პარლამენტში მოსვლასთან დაკავშირებით, ოპოზიცია საუბრობდა გოიმურად იმაზე, რომ პრემიერს ეშინოდა პარლამენტში მოსვლა და ა. შ. ეს არის წმინდა წყლის სპეკულაციები და გოიმობა. პრემიერი სამჯერ მოვა ერთი თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, აქ ბუნებრივია დაისმება კითხვები როგორც ოპოზიციის, ასევე, უმრავლესობის მხრიდან და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თითოეულ კითხვაზე გაეცემა ღირსეული პასუხი. რაც შეეხება ჩვენს კითხვებს, მე პირადად, ბუნებრივია, კითხვები მექნება ნაკლები, რადგან თვითონ ვიყავი ჩართული საბჭოს მუშაობაში. ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა კორონასთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა ჩემი თანამონაწილეობით. თუმცა, ბუნებრივია, კითხვები დაისმება საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან და ის შეეხება ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებას და კრიზისის დაძლევას,"- განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო