ირაკლი კობახიძე - ჩვენი დევიზია „მეტი ვანო მერაბიშვილი ოპოზიციას“

თქვენ იცით ჩვენი დევიზი, ეს არის - მეტი ვანო ოპოზიციას, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური მომავლის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. კობახიძის თქმით, ოპოზიციას წარმატების შანსი არც ერთ შემთხვევაში არ ექნება.

„თქვენ იცით ჩვენი დევიზი, ეს არის - მეტი ვანო ოპოზიციას. რაც მეტი ვანო იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა პარტიაში, მით უკეთესი. დანარჩენი ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს. მათ არც ისე, არც ასე - არანაირი ფორმით არ აქვთ წარმატების შანსი,"- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდება. თუმცა, როგორც „ნაციონალურო მოძრაობის" წევრებმა განაცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიაში საუბარი არ ყოფილა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა