სალომე სამადაშვილი - არაკონსტიტუციური კანონისთვის დამორჩილებას რომ მოსთხოვთ ადამიანებს, იქ შეიქმნება ძალიან დიდი საზოგადოებრივი, სოციალური და პოლიტიკური პრობლემა

არაკონსტიტუციური კანონისთვის დამორჩილებას რომ მოსთხოვთ ადამიანებს, აი, იქ შეიქმნება ძალიან დიდი საზოგადოებრივი, სოცილაური და პოლიტიკური პრობლემა, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატსა და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ავტორს, დიმიტრი ხუნდაძეს.

სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლება არაკონსტიტუციური კანონის საფუძველზე სახელმწიფოს მართვას ვერ შეძლებს.

„ბატონო დიმიტრი, ძალიან მიკვირს, საქართველოს პარლამენტის წევრს არ გესმით, რომ აქ დღეს იმისთვის მოვედით, მათ შორის ბოიკოტის რეჟიმიდან გამოვედით, რომ საქართველოს პარლამენტი დიახ, დღეს მიიღებს კანონპროექტს, მაგრამ ეს კანონპროექტი იქნება არაკონსტიტუციური. პარლამენტი კანონს რომ იღებს, ეს არ ნიშნავს მის ლეგიტიმურობას, როდესაც კანონი არღვევს და ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციას, ასევე იმ ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს აქვს აღებული როგორც ხელმომწერ მხარეს არაერთი საერთაშორისო შესაბამისი კონვენციის. ამიტომ აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ თქვენ დღეს შეიკრიბებით და რაღაცას გადაწყვეტთ, არამედ პრობლემა გაქვთ ლეგიტიმაციის და არაკონსტიტუციური კანონისთვის დამორჩილებას რომ მოსთხოვთ ადამიანებს, აი, იქ შეიქმნება ძალიან დიდი საზოგადოებრივი, სოციალური და პოლიტიკური პრობლემა და თუ რაიმე წარმატება არის დღემდე ამ პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში, არის იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები იჩენენ მაღალ მოქალაქეობრივ შეგნებას და ემორჩილებიან მითითებებს და არაკონსტიტუციური კანონის საფუძველზე სახელმწიფოს მართვას ვერ შეძლებთ, რაც არ უნდა გააფორმოთ დღეს კანონის სახით”, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, 7 აპრილს, იმის გამო, რომ ქვეყნებმა პანდემიის პირობებში ძალაუფლების მიტაცება ვერ შეძლონ, ევროსაბჭომ შეიმუშავა რიგი რეკომენდაციები, რაც ეხება საგანგებო მდგომარებასა და მსგავსი ღონისძიებების მიღებას საკანონდებლო ორგანოს მიერ. აქედან გამომდინარე, სამადაშვილი ხუნდაძეს მიმართავს კითხვით, გაიარა თუ არა კონსულტაციები საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობასთან და თუ არსებობს რაიმე დასკვნა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

ევროსაბჭოსთან დაკავშირებით ხუნდაძემ სალომე სამადაშვილს უპასუხა და განაცხადა, რომ ვერ გაიარა, რადგან ფრენები შეფერხებულია და არც იმის დრო ჰქონდა, რომ ამაში კიდევ უფრო ზედმეტი დრო დაეხარჯა. მისივე თქმით, არსებობს კონვენციები და სამართლის რეგულაციები და სტანდარტები, რაც შეძლებისდაგვარად გაითვალისწინეს, შემდეგ კი იურიდიული კომიტეტისგან რეკომენდაციები და შენიშვნები მიიღეს, რომელიც კანონპროექტში ასახეს.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს