ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი საბანკო სესხების 3 თვით გადავადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, საბანკო სესხების 3 - თვიანი გადავადებით ავტომატურად ისარგებლებენ ის პირები, ვინც 10 ივნისამდე სახელმწიფო დახმარების მიმღებთა ბაზაში იქნებიან.

მისი თქმით, აღნიშნულ გადავადებას, სურვილის შემთხვევაში, მიიღებენ პირები, რომელთაც სამსახური დაკარგეს ან შემოსავალი შეუმცირდათ, ამ უკანასკნელთა იდენტიფიცირება კი ბანკების მხრიდან, პირის მიერ გარკვეული ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მოხდება.

„პირები, რომლებიც 10 ივნისის მდგომარეობით იქნებიან სახელმწიფო ბაზებში ასახული და მიიღებენ დახმარებას შემოსავლის დაკარგვის გამო, ეს ადამიანები ავტომატურად მიიღებენ გადავადებას. თუ პირს არ უნდა აღნიშნული გადავადებით ისარგებლოს და სურს გადახდა გააგრძელოს, მან უნდა მიმართოს ბანკს და მისთვის გადავადება არ იქნება შეთავაზებული. პირები, რომლებიც 10 ივნისის მდგომარეობით არ იქნებიან სახელმწიფო დახმარების მიმღებთა სიაში და შემდეგ მოხვდებიან ან პირები, რომლებსაც მნიშვნელოვნად შეუმცირდათ შემოსავალი და სესხის მომსახურებას ვეღარ მოახერხებენ, მათი იდენტიფიცირება მოხდება 10 ივნისამდე ბანკების მხრიდან და მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, თუ რა სახის ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ბანკებს, რომ 3 თვიანი გადავადება მიიღონ,“- განმარტა ძნელაძემ.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს