ქეთევან ციხელაშვილმა USAID-ის ხელმძღვანელთან ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელს პიტერ ვიბლერს შეხვდა.

როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიდეო შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს და მოსახლეობისთვის გაწეულ დახმარებას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე გამყოფი ხაზების სიახლოვეს.

მათივე ცნობით, დისტანციურ შეხვედრაზე გლობალური პანდემიის ფონზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ახალგორისა და გალის რაიონებში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისსა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე. მინისტრმა მისიის ხელმძღვანელს ინფორმაცია მიაწოდა ახალგორიდან ტრანსპორტირებისას გარდაცვლილი 63 წლის მამაკაცის შესახებ, რომლის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანაც, მიუხედავად არაერთი მცდელობისა და გაწეული ძალისხმევისა, დროულად ვერ მოხერხდა. ამ შეფერხებამ ძალიან მძიმე გავლენა იქონია მის ჯანმრთელობაზე და ადამიანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პიტერ ვიბლერმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო.

„საუბარი შეეხო გამყოფი ხაზების მიმდებარედ სოფლებში არსებულ ვითარებასაც, განხილულ იქნა მოსახლეობის სამომავლო დახმარების შესაძლებლობები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ და მეტად მოხდება ფოკუსირება გამყოფ ხაზთან მცხოვრებლებზე და მათ საჭიროებებზე.

შეხვედრაზე აგრეთვე მიმოიხილეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას. განიხილეს USAID-ის პროგრამები, რომლებსაც მისია ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ იმისთვის, რომ დახმარება გაეწიოს იქ მცხოვრებ მოსახლეობას“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა მისიის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა უკვე გაწეული დახმარებისთვის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით მათი ჩართულობით განხორციელებული საინფორმაციო კამპანიისთვის, ასევე ხაზი გაუსვა ორგანიზაციის როლის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საქმეში. აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია USAID-ის მიერ სხვადასხვა პროექტის განხორციელება, რომელთა მიზანიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების დახმარება და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა